პატრულ-ინსპექტორი ადვოკატმა გუშინ მოინახულა, ის ბრალს არ აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების თანამშრომელი, პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ნათია შამათავა მფარველობდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მეტროსადგურში მგზავრებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საკუთარი ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით ატარებდა.

პატრული შამათავა კი საკუთარი მორიგეობის დროს, არათუ რეაგირებდა ამ კანონდარღვევაზე, არამედ გაურიგდა მოქალაქეს და მფარველობის სანაცვლოდ მისგან ქრთამს იღებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას ბრალი სწორედ ქრთამის აღების მუხლით წაუყენა.

შამათავა ადვოკატმა გუშინ მოინახულა, ის ბრალს არ აღიარებს.

ტეგები: ქრთამის აღება შსს

მსგავსი თემები