LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებმა სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვნეს

673

თბილისში, ქსნის ქუჩის #12-ში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვნეს.

როგორც “ფორტუნას” ქსნის ქუჩის მცხოვრებმა ნათია კუპრაშვილმა განუცხადა, ხელყუმარა გახსნილ მდგომარეობაში საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მისმა მეზობელმა იპოვნა და დაუყოვნებლივ სამართალდამცავებს შეატყობინა.

ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს ვერსიებზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები