LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდობის ბრალდებით ავსტრიაში ორი ქართველი დააკავეს

187
კრიმინალი

ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს ავსტრიის ქალაქ ლინცში.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები 34 და 42 წლის პირები არიან. მათ ბრალად ერთ-ერთ სუპერმარკეტში სათვალეების, კოსმეტიკისა და სხვა პროდუქტების მოპარვა ედებათ.

სამართალდამცველებმა ქურდობის შესახებ მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე გაიგეს.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულებმა გაქურდეს ჭურჭლის მაღაზიაც, ასევე იპარავდნენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან. ერთ-ერთი პირს დამატებით ბრალად ედება ქონების დაზიანება და ყაჩაღობა.

ორივე მათგანი ბრალს აღიარებს. ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა რამდენიმე ათას ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები