შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,  ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში 2 არასრუწლოვანი დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში
უკანონოდ შეაღწიეს.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები