ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით, ქართულ აეროპორტებში ლიდერია. აქ მგზავრების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, აეროპორტში გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი, რაც 2018 წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე 179 201 მგზავრით მეტია. რაც შეეხება 2017 წელს, ამ წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადი ქუთაისში თითქმის გაორმაგებულია- სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში აეროპორტი 324 ათას 677 მგზავრს მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუსეთს შორის 8 ივლისს შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა ქუთაისის აეროპორტზე თითქმის არ აისახა, რადგან ფრენები აეროპორტიდან, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება.

მსგავსი თემები