LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა

97

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაცით, ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა.

„დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისი-ვარშავის ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბუქარესტის აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ცნობა, ქუთაისის აეროპორტში ქალისგან მიიღეს.

დღეს „ვიზეარის“ რეისი W6 1576 ქუთაისი–ვარშავის მიმართულებით იძულებით დაეშვა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები