LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან პირდაპირ პიზაში – დახრილ კოშკთან ფოტოს დეკემბრიდან გადაიღებთ

1720
collage

ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ქალაქში, პიზაში გამგზავრებას 2019 წლის დეკემბრიდან შეძლებთ. ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისი-პიზა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 18 დეკემბრიდან შეუდგება.

„შესაძლებლობა, რომ პიზაში პირდაპირი ავიარეისით გაემგზავროთ და დახრილ კოშკთან არც ისე ორიგინალური,  მაგრამ აუცილებელი ფოტო გადაიღოთ, 18 დეკემბრიდან მოგეცემათ“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

პირველად ისტორიაში, ფინეთსა და შვედეთს პირდაპირი ფრენით დავუკავშირდებით

"სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია"

მათივე ინფორმაციით, ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია და მათი შეძენა „ვიზეარის“ ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ – wizzair.com .აღსანიშნავია, რომ ერთი გზის ღირებულება, ამ დროისთვის, 186 ლარია.

შეგახსენებთ, უკვე ცნობილია, რომ Wizz air – ის მეოთხე ბაზირებული ბორტი ქუთაისის აეროპორტიდან 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით დაიწყებს: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი, ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება დაემატება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა და ჰერაკლიონი.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები