LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან შუა საუკუნეებიდან გადმოსულ ისტორიულ ქალაქში გამგზავრება კვლავ შეგიძლიათ

49
ლლ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოგზაურებს რიგის ნახვას ურჩევს. „ოქტომბრიდან მოდერნისტული არქიტექტურით ნაგები შენობების, ქვაფენილით გაკეთებული ვიწრო ქუჩების და ძველი ტაძრების ნახვა რიგაში კვლავ შეგიძლიათ“, – აცხადებენ აეროპორტში.

მათივე ცნობით, რიგა ლატვიის შთამბეჭდავი დედაქალაქია, რომელიც საოცრად ითავსებს შუა საუკუნეებიდან გადმოსულ ისტორიულ ცენტრსა და კაშკაშა ღამის ცხოვრებას.

ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ერთხელ სრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე:

https://wizzair.com/

შეგახსენებთ, 6-თვიანი პაუზის შემდეგ, 4 ოქტომბერს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ფრენა სწორედ Wizz Air-მა განახორციელა. პირველ ეტაპზე ფრენება მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთხელ შესრულდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცა 1-ელ ნოემბრამდე ჩაკეტილია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნოტამის მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება სამ მიმართულებაზე: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები