LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდნენ, მივლინებებში არიან, საწვავის ხარჯი კი მაინც არ იცვლება: დეპუტატებს ბენზინი დაუთვალეს

101
121024796-3713685578664481-6122729059397261992-n

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნახსენები.

საქართველოს პარლამენტის წევრების 2018-2019 წლების საწვავის ხარჯები შეისწავლეს.
ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტის საკუთრებაში არსებული 98 ავტომობილი ემსახურება პარლამენტის 50 წევრს. მათ შორის მხოლოდ ერთია ჰიბრიდული ძრავით.

IDFI-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1-კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის გავლენაზე საწვავის ხარჯებზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში საეჭვოდ მაღალი აქტიურობა, ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ავტოპარკში რიცხული ავტომობილების განკარგვის ხარჯთ-ეფექტურობასა და მიზნობრიობას. ამასთან, ანალიზის შედეგად, თვალსაჩინო გახდა პარლამენტარების საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში ავტომობილების განკარგვის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების საჭიროებაც.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ინსტიტუტის კვლევებში სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და არსებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები