LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი მალე საათში 1200 მგზავრს მოემსახურება

72
1

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც არსებულ ტერმინალზე 4 ჯერ დიდი იქნება, მგზავრებს შემოდგომიდან მოემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია.

სამუშოები “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ დაათვალიერა. ,,ამ ეტაპზე ვიწყებთ ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება და მგზავრების მიღებას შეძლებს. ახალი ტერმინალი საათში 1200 მგზავრის მომსახურების საშუალებას მოგვცემს. რაც არსებულ გამტარუნარიანობაზე 4 ჯერ მეტია“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. ევროპის მასშტაბით ვართ მეორე ადგილზე იმ აეროპორტებს შორის, რომლებიც 5 მილიონზე ნაკლები მგზავრთნაკადი აქვს. წელს ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა, რათა მგზავრებს უფრო კომფორტულად და შეუფერხებლად მოვემსახუროთ,‘’, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ახალ ტერმინალს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და პიკურ საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. 2019 წელს მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 42% გაიზარდა და აეროპორტი 900 000-მდე მგზავრს მოემსახურა. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები