LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი სერტიფიცირებულია – მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა

77
Untitled

ქუთაისის აეროპორტი სერტიფიცირებულია. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. საქართველოში მოქმედი ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი აეროპორტებებიდან ქუთაისის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს.

ყველა ეტაპი, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია –  საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა. ქუთაისის აეროპორტი იყო პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა.

ამ ეტაპზე, სერტიფიცირების პროცესს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი ადგილობრივი აეროპორტების გადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები