LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი ტაქსით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევს

75

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს  ტაქსებით მოემსახუროს.

ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიურ უფლებას გასცემს.

დაინტერესებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

მოთხოვნის თანახმად, მგზავრების მომსახურების უფლების გადაცემა უნდა განხორციელდეს სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტით.

დეტალური პირობები იხილეთ დოკუმენტი.