LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის ბაზირების აეროპორტად რჩება – თამარ არჩუაძე

137
-აეროპორტი-ვიზეარი-1526562676

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი Wizz Air-ის ბაზირების აეროპორტად რჩება – ამის შესახებ შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს. ის უარყოფს ინფორმაციას, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს ბაზრიდან გადის.

არჩუაძის თქმითვე, Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას მაშინვე განაახლებს, როგორც კი საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება. ეს ყველაფერი კი იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, სადაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ  ფრენებს ახორციელებს.

Wizz Air ქართველ დასაქმებულებს ალტერნატიულ სამუშაოს შესთავაზებს

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში, ქუთაისში ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს

“ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს განახორციელებს იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებზეც ფრენები იქნება დაშვებული. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები