LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები ივლის

117
Screen-Shot-2019-12-24-at-6.54.45-AM-e1577195760884

პრემიერის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს.

„მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება,“- აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, Shuttle bus-ების ამბავი ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა. პროექტის მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს უფასოდ, შატლებით ავიამგზავრების მომსახურებას. შატლები მგზავრებს აეროპორტში დახვდება და მიიყვანს რკინიგზის განახლებულ სადგურზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები