LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება

108
60338309-2366508056951469-7730445231581036544-o

„ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც  მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, სულ მალე, გაფართოების სამუშაოების შედეგად ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, 2018-2019 წლებში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების გადაყვანის რეკორდული მაჩვენებლები და ზრდა იყო. „2018-2019 წლებში ჩვენმა აეროპორტებმა გაატარეს 5,2 მლნ მგზავრი, როდესაც 2012 წლამდე ეს რიცხვი 1,4 მლნ იყო. ჩემ მიერ ჩამოთვლილი ციფრები არის იმის მაჩვენებელი, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ „ღია ცის“ თვალსაზრისით და ეს ის მონაპოვარია, რომელსაც არ დავთმობთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები