LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში 19 აბი ნარკოტიკული და 50 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი იპოვეს

153
60396262-2366507533618188-4798735628034375680-o

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 6 აგვისტოს ქუთაისის აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ნ.ზ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 19 აბი ნარკოტიკული და 50 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.

“საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.

უწყების თანახმად, ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს”,- წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

პოპულალურები