LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის

260
loukoster-skyup-poluchil-novyj-pozyvnoj

უკრაინული დაბალბიჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანია ოდესა-ქუთაისი-ოდესას მარშრუტზე ოპერირებას 4 ივნისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს იფრენს.

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-მა ოდესა-ქუთაისის ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო და ერთი გზის ღირებულება (ბარგის გარეშე) 174 ლარიდანაა.

შეგახსენებთ, SkyUp Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ორი ქალაქის, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები