LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში მეორმილიონე მგზავრი 200-ევროიანი ვაუჩერით დაასაჩუქრეს

109
vizerai

ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა, საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოში მე-2 მილიონე მგზავრის ჩამოსვლა აღნიშნა.

იღბლიანი  მგზავრისთვის, რომელიც საქართველოში დორტმუნდი-ქუთაისის რეისს ჩამოყვა, დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა საზეიმო დახვედრა.

ანა ჰეინცს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და ვიზეარის ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი გარტ ლუნდი დახვდნენ.

“მეორმილიონე მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ექნება, ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შემოთავაზებული მიმართულებიდან ნებისმიერით ისარგებლოს. ანა ჰეინცსა და რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, საჩუქრად სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და ქართული წარმოების “ჩიკორის“ ჩირი დაურიგდათ” – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

Wizz Air-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7 წლის თავზე ავიაკომპანია Wizzair-ი ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები