LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

146
abebi

ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთისა და ირანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (10 აბი) და ფსიქოტროპული (72 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.

შს სამინისტროში გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული კი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულალურები