LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

1

ევროკომისიის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ევროკავშირი 61.5 მლნ ევროთი დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში ავიატვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს.

როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ბიუჯეტი 60 მლნ ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები