LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურში პარიზის რეისით ჩამოფრენილი გოგონა მოათავსეს

227
აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის პარიზიდან ჩამოსულ გოგონას ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ადგილობრივი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

ახალგაზრდა გოგონას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა, შესაბამისად მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პოპულალურები