LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა: პირველი რეისი დორტმუნდი – ქუთაისი იყო

105
BeFunky-collage (2)

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში,​ დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში 181 მგზავრს მოემსახურა.მგზავრებს აეროპორტში ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით, როგორც გამფრენ, ისე ჩამომფრენ მგზავრებს, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა.