LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს

18136489_1939923382906207_1931188639_n

ქუთაისში ნიკეასა და პასილოკის დასახლებებში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიებიდან წაღებულია თანხა. ამ დროისთვის თანხის ოდენობა დაუზუსტებელია. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ბოლო პერიოდში მაღაზიების გაქურდვის ფაქტები გახშირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობაში არასრულწლოვანი ფიგურირებს, რომელიც იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები