LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში აღდგომის ღამეს, კომენდანტის საათის დროს სახლი გაძარცვეს

61
პოლიცია-შსს-პატრული

ქუთაისში აღდგომის ღამეს ქურდობა მოხდა – ჯიბლაძის ქუჩაზე კომენდანტის საათის დროს სახლი გაძარცვეს.

არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში იმ დროს შეიპარნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მათ 500 ლარის, 100 ევროს და ძვირფასი ნივთების წაღება მოახერხეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები