LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ძველი ქართული ხორბლის ჯიშებით, ჯანმრთელ და სურნელოვან პურს აცხობენ

187
120488383-4046745152009392-1373248738776036364-n

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებას პურის სახლ „თავთუხს“ და მის დამფუძნებლებს მაია ნუცუბიძესა და მზია ბენდელიანს აცნობს, რომლებმაც მიკრო და მცირე მეწარმოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ეკოლოგიურად სუფთა პურის წარმოების დაწყება შეძლეს.

როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, პურის სახლი “თავთუხი” აწარმოებს 100 პროცენტით ნატურალური და ჯამრთელი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურს.

https://www.facebook.com/enterprisegeorgia123/videos/269523514223959/?epa=SEARCH_BOX

„ჩვენს განსაკუთებულობას წარმოადგენს ნამდვილი ქართული ხორბლის ჯიშების, წითელი დოლისა და ლომთაგორას ფქვილის გამოყენება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა უმაღლესი ხარისხის ქართული პურის წარმოებაში. “თავთუხი” ასევე გთავაზობთ ჭვავის დიეტურ/დიაბეტურ პურს.  მარცვლეული მოყვანილია ქართულ მიწაზე და მხოლოდ ბიო სასუქზე, პური ცხვება ნედლ საფუარზე და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, ქიმიურ მინარევებს და ინტენსიურ საფუარს. მობრძანდით „თავთუხში“ და დააგემოვნეთ ყველაზე გემრიელი, სურნელოვანი და ჯამრთელი პური“, – ამბობენ პურის სახლის დამფუძნებლები.

მათივე განმარტებით, “თავთუხის” მრავალფეროვანი პროდუქცია საშუალებას გაძლევთ პური თქვენი გემოვნებისამებრ შეარჩიოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები