LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში გარდაცვლილი ტყუპების დედა, ასევე კორონავირუსით, ორი კვირის წინ დაიღუპა

102
164726227.png

კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ. ტყუპები დედისგან დაინფიცირდნენ.

გარდაცვლილი ჩვილების დედა, ასევე კორონავირუსით, ორი კვირის წინ  დაიღუპა.

ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის.

ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა,” – აცხადებს კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები