LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მერიასთან მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

104
qutaisipost

ქუთაისში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე,  სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. პოლიციამ 6 პირი დააკავა, რომლებიც განყოფილებაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით 6 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქტივისტები ამბობენ, რომ მერიისა და მუნიციპალიტეტების სხვა მაღალჩინოსნების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას აპროტესტებენ, მათ შორის, პირადი მიზნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები