LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

113
d590e12e-51ac-4816-be58-187ca6234276-675

ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, გუშინ ღამე კიდევ ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედევაბა. არსებული ინფორმაციით, ისინი იმ ბინაში ცხოვრობდნენ, სადაც ახალგაზრდა ქალის მოკლეს.

ქუთაისში ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივლისს 45 წლის ბ.კ.  30 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები