LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლებს მჟავით სავსე სინჯარა აუფეთქდათ – დაშავებულია 5 ბავშვი

509
F898CC74-18DB-489A-9BFA-48A8775AF39A-w1023-r1-s

ქუთაისის ცენტრში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე, საჩვენებელი ცდისას მოსწავლებს მჟავით სავსე სინჯარა აუფეთქდათ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5 მოსწავლე დაშავდა.

შუშის ნამსხვრევებით ის მოზარდები დაშავდნენ, რომლებიც საჩვენებელ ცდას აკვირდებოდნენ. ექიმების განცხადებით, მათ სხეულის სხვადასხვა ადგილას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებული მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.

 

 

 

ფოტო: რადიო თავისუფლება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები