LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყანა ჩავარდნილია მანიაკების ხელში. ყველამ ამოვიღოთ ხმა! საქართველო გადასარჩენია!” – პაატა ბურჭულაძე

77
989aeafbb429795320b4ab4255c98dcd

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი საზოგადოებას და მათ შორის ქართველ ხელოვანებს მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყანა „მანიაკების ხელშია ჩავარდნილი“.

ბურჭულაძე “ტვ პირველის” გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სოციალურ ქსელში დაწერილი არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

“ვინც ჯერ კიდევ ფრთხილობდით, დღეს ხომ უკვე ყველანი დარწმუნდით, რომ ცუდზე და უნიათოზე აღარ გადის ზღვარი. ქვეყანა ჩავარდნილია მანიაკების ხელში. ყველამ ამოვიღოთ ხმა! ქართველი ხელოვანები და ყველა პროფესიის ადამიანები უნდა გავერთიანდეთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გაგვიკეთებს, სხვა ვერ შეგვიცვლის ამ საგანგაშო ვითარებას! საქართველო გადასარჩენია!”-წერს პაატა ბურჭულაძე.

“ეს არის 2010 წლის ჩანაწერი, „კაგებეშნიკურადაა“ დამონტაჟებული” – მამუკა მდინარაძე ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერზე განმარტებას აკეთებს

“ლელო” ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები