LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა ვერ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს, ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის: ირაკლი ღარიბაშვილი

44
salome-zurabishvili

“ქვეყანა ვერ გაუძლებს კიდევ ერთხელ დაკეტვას და შეზღუდვებს.. ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს 2 მილიონზე მეტი ვაქცინა აქვს. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

“ჩვენთვის საყურადღებოა ის ეპიდემიოლოგიური ვითარება რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, ამავდროულად მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა.

ჩვენი მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში ვაქცინაციაა. 2 მილინზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში. მოგიწოდებთ დროულად ჩავიტაროთ აცრები.

ჩვენ გავზარდეთ ვაქცინაციის არეალი, ვაპირებთ მოვიცვათ ყველა რეგიონი, მუნიციპალიტეტი და მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ  ვაქცინა. ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა. ქვეყანა ვერ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავიცვათ რეკომენდაციები, დავუჯეროთ ექიმებს და ჩავიტაროთ ძალიან მარტივი აცრა. ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავჩთვლით ერთ ან ორ ადამიანს მსოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები