LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გადაიარა, ეს პიკი 5 მაისს იყო: ივანე ჩხაიძე

72
vanochxaidze

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანამ მესამე ტალღა გადაიარა.

„1 500 ინფიცირებული ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა, 1 500 შემთხვევა ძალიან ბევრია საქართველოსთვის.

ჩვენ ვამბობთ, რომ სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს პიკი იყო 5 მაისს, მაგრამ 1 500 ინფიცირებულის ფონზე, ქვეყანაში გვქონდეს 100 000 დოზა ვაქცინა და ჩვენ მას არ ვიყენებდეთ, მე ვფიქრობ ეს არასწორია.

ამიტომ ჩვენ ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ და სასურველია, რომ მომდევნო კვირას აუცილებლად დაიწყოს ვაქცინაცია სინოვაკის გამოყენებით“. – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედთან“ საუბარში.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 1160 პირს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ჩინური ვაქცინით, „სინოვაკით“ აცრა მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი.

ხოლო რეგისტრაციისთვის პორტალი პარასკევს გაიხსნება.

დადებითობის მაჩვენებელი 4.11%, დაინფიცირდა 1 160 პირი და გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები