LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – დღეიდან „ენგურჰესი“ ჩერდება

101
1

რეაბილიტაციის გამო “ენგურჰესი“ 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება და ის აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას.

არსებული ინფორმაციით, ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. ცნობისთვის, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო. ამასთან, გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.

რაც შეეხება საკითხს, როგორ მომარაგდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას მიიღებს და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება. აქვე, ნათია თურნავა განმარტავს, რომ „ენგურჰესის“ გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები