LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში 1 წელში საარსებო მინიმუმი 16 ლარით გაიზარდა – ის 205 ლარს აღემატება

43
fe39013d7cd460d3bfcdca4072ddcbb9

2021 წლის მაისში საარსებო მინიმუმი 14 თვიან მაქსიმუმზეა – შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 205.6 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 16 ლარით არის გაზრდილი, წინა თვესთან შედარებით კი – 3.2 ლარით.

ამასთან, მაისში აპრილთან შედარებით, 2,5 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 179.6 ლარის ნაცვლად 182.1 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 167.9 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საქსტატმა 2020 წლის დეკემბრიდან საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო, შესაბამისად, პროგრამის მიხედვით ქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. მაჩვენებელი დეტალურად აღარ არის ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები