LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში არსებობა კიდევ გაძვირდა – 1 წელში 37 ლარით

77
1395244006650

საქსტატმა 2022 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მარტში 238.2 ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.2 ლარით, ხოლო წინა თვესთან შედარებით, თითქმის 7 ლარით არის გაზრდილი.

ამასთან, მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 211 ლარი იყო, თითქმის, 6 ლარით მეტი, ვიდრე თებერვალში.

შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები