LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა – საარსებო მინიმუმი გაიზარდა

108
00

ქვეყანაში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა – საარსებო მინიმუმი 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 70 თეთრით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189.2 ლარი იყო. რაც შეეხება შედარებას წინა წელთან, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19.7 ლარით არის გაზრდილი.

აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 168.2 ლარი შეადგინა. ამასთან, 1.3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და 318.6 ლარი გახდა.

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი:

ერთსულიანი- 168.2 ლარი

ორსულიანი- 269.2 ლარი

სამსულიანი- 302.8 ლარი

ოთხსულიანი- 336.5 ლარი

ხუთსულიანი- 378.5 ლარი

ექვსსულიანი და მეტი- 447.5 ლარი

შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები