LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა 5%-ით შემცირდა – რამ გამოიწვია კლება

139
ddd

ქვეყანაში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა 5%-ით არის შემცირებული – ოფიციალურ მონაცემებს რიცხვებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% –ია.

მასწავლებელთა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად, სავარაუდოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პედაგოგებისთვის გაკეთებული შეთავაზება მიიჩნევა, რომელიც საპენსიო ასაკის პედაგოგთა პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს მიღებას გულისხმოს. უფრო კონკრეტულად, სამინისტრომ 2019 წელს პენსიონერ მასწავლებლებს სკოლის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაცია შესთავაზა ორი წლის ჯამური ხელფასის ნაცვლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები