LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ვიზიტორები მოვიზიდეთ, საერთაშორისო ვიზიტების 80% უკვე დავიბრუნდეთ – მედეა ჯანიაშვილი

73
janiashvili-medea-1651654413

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ტურიზმის მხრივ ქვეყანას საკმაოდ დადებითი მაჩვენებლები აქვს. მისი თქმით, საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80% დაიბრუნა.

“ჩვენ ივლისის თვეში პოზიტიური შედეგები გვაქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საერთო მოცულობაში ტურისტული ვიზიტების წილი მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი. მაგალითისთვის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით საერთაშორისო ვიზიტორების წილი 67%-ით არის აღდგენილი, ხოლო ტურისტული ვიზიტები 80%-ით, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ვიზიტორები მოვიზიდეთ.

განსაკუთრებით სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ 2019 წელთან მიმართებით არამხოლოდ აღდგენა გვაქვს, არამედ სახეზეა ზრდა გარკვეული მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ყაზახეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს, რომ ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო გავზარდოთ და ჩვენს ქვეყანას ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მოვუტანოთ. რაც შეეხება ევროპას – ევროპის ქვეყნები ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნობრივი ბაზარია. განსაკუთრებით გააქტიურებულია პოლონეთი და გერმანია და ამ მიმართულებებიდან ზრდა გვაქვს. საერთო შემოსავლების წილში ამ ქვეყნების წილი საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ, ევროპა კიდევ უფრო გააქტიურდება იმის ფონზე, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს”, – განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები