LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა და 4 267 ლარი შეადგინა

56
102270018-2624925327835965-9124788119206363136-n-2020-06-05-08-38-39-076184

პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, საქართველოში მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4 267 ლარი შეადგინა, 1 277 ლარით მეტი, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. დოლარში მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 953 დოლარიდან 1 282 დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის ცნობითვე, 2021 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3 პროცენტით.

2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (47.0 პროცენტი), მშენებლობა (36.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და განათლება (-1.4 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (5.4 პროცენტი)

შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2021 წლის 15 ნოემბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები