LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მწვანე, ჯანსაღი პურის წარმოება დაიწყება

136
herby-green-bread

უახლოეს პერიოდში, პანკისის ხეობაში მწვანე პურის წარმოების დაწყება განიხილება. Green პური 18 წლის ამინა ხანგოშვილის მწვანე სოციალური საწარმოა. ის მიზნად პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების — სოციალური ვითარების, ახალგაზრდების განათლების, უმუშევრობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გარიყულობის და გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრას ისახავს მიზნად. ამისათვის კი აპირებს, გააცოცხლოს უძველესი ტრადიცია და, პური სვიის საფუვრის ბაზაზე მოამზადოს.

„საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი პურია. ერთი შეხედვით, ის ჯანსაღი პროდუქტია, თუმცა თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი — საფუარი — ხელოვნურადაა გამოყვანილი. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბუნებიდან მოდის. საფუვრის ალტერნატივაც არსებობს ბუნებაში — ესაა სვია, რომელიც საქართველოს ტყეებში უხვად მოიპოვება. ჯანსაღი პური ჩემს საწარმოში სვიის ტექნოლოგიაზე, ქიმიკატებისა და დანამატების გარეშე დამზადდება და ჩაანაცვლებს სხვა პურს”, — ამბობს ამინა და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია თავისმა ბებიამ წინაპრებისგან შემოინახა.

ამინას თქმით, სვიის საფუვრით გამომცხვარი პური გემოვნურ თვისებებს და ვარგისიანობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ პოლიეთილენის პარკების გარეშე შეძლონ მისი რეალიზაცია. “ეს შეამცირებს გარემოს დაბინძურების ციკლს. საწარმოში დასაქმდებიან ახალგაზრდები, შშმ პირები, რითაც ეკონომიკურად ფუნქციური და ქმედითი გარემო შეიქმნება”.

საქართველოში მცენარეთა სასტუმრო შეიქმნა, რომელიც თქვენს მცენარეებს დაიტოებს და მოუვლის

გაიცანით, Social Impact Award-ის ფინალისტი „მწვანე” საწარმოები, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ

“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საწარმოს დახმარებით მინდა, პანკისის ხეობა დავაკავშირო საქართველოს სხვა რეგიონებს, ჩავიტანოთ სხვა რეგიონებში ჩვენი პროდუქტი, მოვაწყოთ გამოფენები, შევკრათ ეკონომიკური ჯაჭვი შევკრათ, გავაღრმაოთ კონტაქტები. ხეობაში სოფლები ერთმანეთისგან დაშორებულია და მინდა სამომავლოდ ეკოპურის მოძრავი მაღაზია შევქმნა, რომელიც მომხმარებლებთან მივა. ამით სოციალური და ეკონომიკური იზოლაცია შემცირდება”, — ამბობს ამინა.

ის ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მისი პროდუქტის მომხმარებელი გახდება. მათ შორის პროდუქტის გამოყენებას შეძლებენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ჩვეულებრივ პურს გლუტენის აუტანლობის გამო ვერ მიირთმევენ.

პროექტი უკვე შედგენილია, ახლა ამინა მატერიალური რესურსების მოძიებაზე ზრუნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები