ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 2 ლარით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი, საარსებო მინიმუმი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ასეთია: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 188.1 ლარი; საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 166.6 ლარი; საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 315.5 ლარით განისაზღვრა; ამასთან, ივნისში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266.5 ლარი იყო, ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 443 ლარი.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 8.5 ლარით გაიზარდა
ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაიზარდა