2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 192.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 189.5 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2,3 ლარით არის შემცირებული. შარშან დეკემბერში საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებელს, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,6 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 170.5 ლარი გახდა. ნოემბერში ეს თანხა 167.9 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქსტატმა საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო. ახალი პროგრამის მიხედვით, გამოქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, შესაბამისად, მაჩვენებელი აღარ იქნება ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით. Ad desktop banner Ad mobile banner

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები