LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი შემცირდა და 199.6 ლარი გახდა

76
image444444444

2020 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 206.1 ლარი იყო, აპრილში კი ამ მაჩვენებელმა 199.6 ლარი შეადგინა.

აპრილში მარტთან შედარებით, 10.9 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 334.8 ლარი გახდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, აპრილში ერთსულიან ოჯახზე საარსებო მინიმუმი 176.8 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 282.8 ლარით, სამსულიანი – 318.2 ლარით, ექვსსულიანი და მეტი – 470.2 ლარი.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები