LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმის დათვლა, შესაძლოა, შეწყდეს

64
saarsebo

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, შესაძლოა, აღარ დაითვალონ – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი, გოგიტა თოდრაძე აანონსებს.

როგორც მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იგეგმება რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს, ან საერთოდ გაუქმდეს. მისივე განმარტებით, საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან.

როგორც თოდრაძე განმარტავს, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვისა ან გაუქმების შესახებ პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან საუბარი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში 2019 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარია, საშუალო ოჯახის კი – 318.6 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები