LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საბჭოთა რეიდები მიდის – იაგო ხვიჩია შსს-ზე

144
c_3528592_1519146765

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის იმის გამო, რომ ნარკოტესტების აქტიური გამოყენება არ დაუწყია. თუმცა პოლიციას აკრიტიკებს რეიდების გამო და ამბობს, რომ ამას მოქალაქეთა დაშინების გარდა, სხვა მიზანი არ აქვს.

“დავიწყოთ მადლობით.

პოლიციის მიერ მძღოლებზე, მოსაწევის ტესტების აქტიური გამოყენების შესახებ არ გაგვიგია.

სწორია, ვაფასებთ.

ახლა მთავარია, მალე გავაუქმოთ, რომ მომავალში ვინმემ პირადი შურისძიებისთვის არ გამოიყენოს, ნაღმი გვიდევს, რომელიც აუცილებლად აფეთქდება.

ახლა კრიტიკა:

ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში საბჭოთა რეიდები მიდის.

ხალხს ცენტრალურ ქუჩებზეც კი აჩერებენ, საბუთებს სთხოვენ, ჩხრიკავენ.

წარმოიდგინეთ, რას ფიქრობს ამ ქალაქის სტუმრები, რომლებიც ამას უყურებენ. თქვენ რას იფიქრებდით, ტურისტი ხო ყველანი ვყოფილვართ.

საღამოობით ვხედავ პოლიციის მიერ, გადაყენებულ მანქანებს, იქვე მანქანის კარებთან სახით მიყენებულ მძღოლებს, რომელთაც ჩხრიკავენ.

რა მიზნითაც, არ უნდა ხდებოდეს, ეს არის საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფა, პოლიციის ავტორიტეტის შერყევა და ნაცვლად პატივისცემისა და ნდობისა პოლიციელის შიშის დანერგვა ადამიანებში.

რაც მთავარია, ამით ვერ მოხდება რაიმე სერიოზული დანაშაულის გახსნა, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საზოგადოებისთვის.

ასეთ რეიდს მხოლოდ ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:

  1. საკუთარი მოქალაქეების დაშინება და დაძაბვა (პოლიტიკური მიზანი).

2.დანაშაულის გახსნის სტატისტიკის გაუმჯობესება.

სტატისტიკა როგორც რამის შეფასების კრიტერიუმი ქართულ პოლიციაში უნდა გაუქმდეს.

შეუძლებელია ამ ქვეყანაში და ამ სამართლის სისტემაში სტატისტიკით შეაფასო კარგი და ცუდი პოლიციელი.

ზოგადად, სხვაგანაც შეუძლებელი მგონია მე. სისულელეა.

სხვანაირად ფასდება პოლიციის კარგი და ცუდი მუშაობა.

პოლიციის იდეალური მუშაობაა, როცა პოლიციელს ქუჩაში ვერ ხედავს ადამიანი, არ იძაბება ფორმიანი ხალხის დანახვით, მაგრამ კრიმინალი არ დათარეშობს.

ხოლო ცუდი პოლიცია პირიქით, მთელ ერს აშინებს იმისთვის, რომ ვითომ კრიმინალი არ გაექცეს. სინამდვილეში მთავრობების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

ან კვალიფიკაცია არ ჰყოფნის.

ეს საბჭოთა გადმონაშთი, ისე როგორც სხვა ბევრი რამე, უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში, უხერხულია და არ გვიხდება.

P.s. ბევრი მეუბნება, ქუჩაში რეიდის დროს პოლიციასთან რისი უფლება მაქვს და რისი არა იქნებ დაწეროო და აქვე დავწერ:

  1. პოლიცია იქნება თუ სხვა ვინმე, ადამიანს კორექტულად და პატივისცემით დაელაპარაკეთ.
  2. თქვენ საკუთარი ნებით, არაფერზე დათანხმდეთ, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, გაგჩხრიკონ, უბრალოდ იცოდნენ რომ ამისთვის თქვენი თანხმობა არ აქვთ. ცხვარი არ ხართ.
  3. მთელი ეს პროცესი გაუშვით ფეისბუქზე ლაივში. თუ ბევრი ადამიანი დაინახავს როგორ ექცევიან ადამიანებს, საზოგადოებრივი ზეწოლა გაიზრდება და პოლიტიკურად გახდება წამგებიანი, ეგეთი რამეები. თუ წაგართმევენ, პრინციპულად მოითხოვეთ დაგიბრუნონ თქვენი საკუთრება, ასევე ვინც გახლავთ თან იმ ადამიანებმა გაუშვან.
  4. ეს ყველაფერი გააკეთეთ, კორექტულად, ზრდილობიანად, რადგან ასეთ დავალებას ვინც ასრულებს იმან იცის, რომ რაც არ უნდა ქნას მართალი იქნება და ნებისმიერ გაბრაზებაზე შეიძლება გაიშაროთ.
  5. სასამართლოს იმედი არ გქონდეთ, პოლიციელების მორალის იმედად ყოფნა უფრო რაციონალურია.
  6. თუ ლაივს ვერ გაუშვებთ, სტატუსი დაწერეთ, თქვენი ისტორია მოჰყევით და შსს დატაგეთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები