LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში სამუშაო ძალა 101.3 ათასი ადამიანით შემცირდა – ვაკანსიების რაოდენობა 51%-ით გაიზარდა

101
Untitled

PMC კვლევითი ცენტრის ცნობით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სამუშაო ძალის მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალის მიღმა მყოფი მოსახლეობა 3%-ით შემცირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი სამუშაო ძალა 101.3 ათასი ადამიანით შემცირდა.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, საშუალოდ 22.9%-ს შეადგენდა, ხოლო 2400 ლარზე მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა წილი კი – 16%. 2022 წლის პირველი ნახევარში, ხელფასის მიმღებთა საშუალო რაოდენობა 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47 ათასით გაიზარდა.

„BAG დასაქმების ბარომეტრმა და ხელფასის მიმღებთა გაზრდილმა რაოდენობამ, 2022 წლის პირველ ნახევარში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნა აჩვენა. შესაბამისად, პოზიტიური ცვლილებები აისახა Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებზეც. 2022 წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მათი რაოდენობა 51%-ით გაიზარდა“, – წერია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში.

საქართველოში ეკონომიკის რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახება მუშახელის ხელფასებზე – PMC კვლევითი ცენტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები