LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში სასტუმროების ყველაზე მაღალი დატვირთულობა კახეთის რეგიონშია

61
wwe-1

სექტემბერში სასტუმროების ყველაზე მაღალი დატვირთულობა კახეთის რეგიონში იყო, კერძოდ, 62%. ზღვისპირა სასტუმროებში დატვირთულობა შედარებით მცირეა და ის 41%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალი, 32%-იანი კლება დატვირთულობის მიმართულებით, თბილისში დაფიქსირდა და 52% შეადგინა. შესაბამის ინფორმაცისას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს, რომელმაც ტურიზმის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში სასტუმროების დატვირთულობა შემცირებულია.

თიბისის ანალიტიკოსების თქმით, 2021 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სასტუმროების დატვირთულობა 27%-ით შემცირდა და 50% შეადგინა. ეს 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები