ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პატრიოტთა ალიანსის წევრ ემზარ კვიციანის აზრით, საქართველოში შემომსვლელ “სტუმრებზე” გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, საქართველოს პარლამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების კანონპროექტის განხილვის დროს ისაუბრა.

“იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნიდან ჩვენი ხალხი გარბის, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ უნდა იყოს რაღაც ზღვარი, რომ გარკვეული რაოდენობის ხალხი შემოვუშვათ საქართველოში და არა ისე, რომ ქართველები ნაკლები დავრჩეთ და ჩამობრძანებული სტუმრები მეტი,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მსგავსი თემები