LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ყოველ წელს პენსია იქნება უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ფასების დონე გაიზრდება

53
pensions

„ყოველ კონკრეტულ, ცალკე აღებულ წელს, პენსია იქნება უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ფასების დონე გაიზრდება ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან განმარტა, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას პენსიების საკითხთან დაკავშირებით.

„პირველი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად, ივნისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, საპენსიო ანაზღაურება იზრდება 30 ლარით, რაც ფაქტობრივად, დაეხმარებათ მათ, დამატებით, ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში და მათ მოწყვლადობას შედარებით გამოასწორებს, ფინანსური თვალსაზრისით. ხოლო პირველი იანვრიდან, 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერები და ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერები მიიღებენ მინიმუმ 20 და 25 ლარიან საპენსიო დანამატს, გარდა ამ 30 ლარის დანამატისა.

ეს მინიმუმ ნიშნავს შემდეგს, რომ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფოს შემოაქვს კონკრეტული მექანიზმი, რაც არის შემდეგი, რომ ყველა პენსიონერს, პენსია გაეზრდება ფასების ზრდის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ყოველ კონკრეტულ, ცალკე აღებულ წელს, პენსია იქნება უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ფასების დონე გაიზრდება ქვეყანაში. თუმცა, ამ ზრდის მაჩვენებელს აქვს მინიმუმი ზღვარი და ეს არის 20 ლარი 70 წლამდე და 70 წლის შემდეგ 25 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები