LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, რომლებმაც კოვიდ-19-ის გამო არჩევნები (არ) გადადეს – შეცვლილი წესები, რომელიც ქვეყნებს მილიონები დაუჯდა

186
არჩევნები00

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან გართულდა.

ფაქტია, ქვეყანა, რომელიც პანდემიას თავიდან იდეალურად უმკლავდებოდა, დღეს ინფიცირებითა და გარდაცვალების მაჩვენებლით ერთ-ერთ ერთ მოწინავე ქვეყნებს შორისაა.

მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს …

საკითხი, რომელზეც დღეს ყველა პარტია აქტიურად მსჯელობს და განიხილავს არის – თვითმმართველობის არჩევნები.

უნდა ჩატარდეს თუ არა 2 ოქტომბერს  არჩევნები? 

 

 

საკითხი თავდაპირველად სახალხო დამცველმა დააყენა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეპიდემილოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს დაუშვებელია.

მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიციას უბრალოდ შეეშინდა წაგების, რადგან იცის, რომ რეიტინგი არ აქვს და იმიტომაც დაიწყეს არჩევნების გადადებაზე საუბარი.

საკოორდინაციო საბჭო აცხადებს, რომ არჩევნების გადადების საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ და ცესკოსთან ერთად აქტიურად მუშაობენ რეკომენდაციებზე, თუ როგორ უნდა  ჩატარდეს არჩევნები უსაფრთხოდ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი ნამდვილად არის, მაგრამ ვირუსისგან თავის დაცვა მაინც შესაძლებელია.

სამწუხაროდ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია ყოველი არჩევნების შემდეგ აქციები და შედეგების გაპროტესტება,  რაც თავისთავად დაინფიცირების კუთხით უფრო მეტი რისკის შემცველია.

 

 

ფორტუნამ გადაწყვიტა,  გაერკვია, როგორია ამ მხრივ უცხოური პრაქტიკა.

პანდემიის გამო 2020 წელს მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ გადადო არჩევნები. 

ამ ქვეყნებს შორის იყო ჩვენი მეზობელი სომხეთი, ასევე ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, სინგაპური, პოლონეთი…

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) 2020 წლის 7 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე 113 არჩევნები გადაიდო 66 ქვეყანასა და 8 ტერიტორიულ ერთეულში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  პანდემიის მიუხედავად არჩევნები რამდენიმე ქვეყანამ მაინც ჩაატარა. გადადებული არჩევნები ზოგიერთ ქვეყანაში 2020 წლის მეორე ნახევარში, ზოგიერთში კი 2021 წელს ჩატარდა.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და კრიტიკის ქარეცხლის მიუხედავად აშშ-ში საპრეზიდენტი არჩევნები მაინც ჩატარდა და 2021 წლის  იანვრიდან თეთრ სახლს ახალი, რიგით 46-ე მასპინძელი ჰყავს.

 

საინტერესოა, როგორ შეცვალა არჩევნები პანდემიამ. ქვეყნებმა სხვადასხვა გამოსავალი მოძებნეს.

ნიღბის ტარება – ნიღაბი ეკეთა საარჩევნო უბანზე მისულ ყველა ამომრჩეველს.

ტემპერატურის შემოწმება.

სოციალური დისტანცირება – ისეთი ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, მონღოლეთი და სერბეთი – უბანზე მისულ ამომრჩევლებს მოსთხოვეს, მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.

საარჩევნო უბნების დეზინფექცია და განიავება: ეს იყო რუტინული პროცედურა.

პოლონეთში ყოველ საათში ათი წუთით ანიავებდნენ საარჩევნო უბანს.

დომინიკის რესპუბლიკაში კი, საარჩევნო უბანზე მომუშავეები რეგულარულად წმენდნენ ზედაპირებს და მარკერებს, რომლებსსაც იყენებდნენ.

ზოგიერთმა ქვეყანამ გაზარდა როგორც საარჩევნო უბნების რიცხვი, ისე გაახანგრძლივა კენჭისყრის საათები არჩევნების დღეს, რათა ხალხის მასობრივ თავშეყრას ადგილი არ ჰქონოდა.

სინგაპურში ამომრჩევლისთვის დაწესებული იყო ორსაათიანი მონაკვეთები, რომლის დროსაც მათ მორიგეობით შეეძლოთ მისვლა.

 

ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ავსტრალიამ, ხალხს მოუწოდა საკუთარი არჩევანი ფოსტით გაეგზავნა.

სინგაპურში მოხუცებსა და მაღალი რისკის მქონე პირებს მოუწოდებდნენ, რომ ხმა დილის საათებში მიეცათ.

საფრანგეთში, სადაც მუნიციპალური არჩევნები ჯერ კიდევ მარტში ჩატარდა, ამომრჩევლებს სთხოვეს თან ჰქონოდათ საკუთარი ლურჯი და შავი კალმები შესამოსახაზად.

პრობლემები გამოჩნდა ხმის ელექტრონულად მიცემის სისტემაში.

მაგალითად პოლონეთმა, რომელმაც გადადო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ფოსტით ხმის მიცემის გზა აირჩია, პასუხად მიიღო ის, რომ ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მათ დროულად არ მიიღეს ბიულეტენები.

უსაფრთხოების ზომები ქვეყნებს,  მილიონები დაუჯდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები